loader

"ამ წუთებში ხურვალეთში ღორკუპანტები ახალ საგუშაგოს აშენებენ" - დავით ქაცარავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ წუთებში ხურვალეთში ღორკუპანტები ახალ საგუშაგოს აშენებენ" - დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას თქმით, ამ წუთებში ხურვალეთში, სავარაუდოდ, რუსი ოკუპანტები ახალ საგუშაგოს აშენებენ.

ამის შესახებ ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს.

"რუსი ღორკუპანტები ამ წუთებში ხურვალეთში აგრძელებენ მუშაობას. ჩვენი ვარაუდით, ორკები ახალი საგუშაგოს აშენებენ.

ყოველგვარი სარკაზმის გარეშე, შესაბამის სტრუქტურებს გთხოვთ, გაააქტიუროთ ცხელი ხაზი. ფოტო-ვიდეომასალა მოგვიანებით იქნება" - წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.