loader

(ახალი კომენტარი) რას ამბობს იმ ექიმის ძმა, რომლის სახლშიც გახრწნილი ხორცი აღმოაჩინეს - "ჩვენ არ გვითქვამს, რომ ჩივილს ვაპირებთ... " - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

(ახალი კომენტარი) რას ამბობს იმ ექიმის ძმა, რომლის სახლშიც გახრწნილი ხორცი აღმოაჩინეს - "ჩვენ არ გვითქვამს, რომ ჩივილს ვაპირებთ... "

ქალი, რომლის გარშემო მეხუთე დღეა უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა დაგროვდა, ჯერ კიდევ ჩუმადაა.

სანზონაში მცხოვრები ექიმი-თერაპევტის სახლიდან სამართალდამცველებმა 10 კილოგრამამდე გახრწნილი ხორცი ამოიღეს. გავრცელებული ჭორები, რომლებიც საკმაოდ მძიმე ბრალდებებს შეიცავდა, 20 ივნისს შსს-ს მიერ წარდგენილმა მუხლმა გააქარწყლა. მათი ინფორმაციით, გამოძიება 135-ე მუხლით დაიწყო, რაც სისხლის ან სისხლის შემცველი კომპონენტებით ვაჭრობას გულისხმობს.

როგორც მეზობლები ამბობენ, დაახლოებით 4 თვის მანძილზე სახლიდან მძაფრი სუნი გამოდიოდა, რაც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გამწვავდა. იყო ეპიზოდები, როდესაც მეზობლები მასთან კომუნიკაციას ცდილობდნენ, ის კი სახლის კარებს არავის უღებდა.