loader

“ვულოცავ ქართველ ხალხს! ეს ისტორიული მომენტია...“ - ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ გადაწყვეტილება ცნობილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ვულოცავ ქართველ ხალხს! ეს ისტორიული მომენტია...“ - ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ გადაწყვეტილება ცნობილია

“ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დაწერა.

“ვულოცავ ქართველ ხალხს. ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია”, - წერს მიშელი.

“ევროპულმა საბჭომ სულ ახლახან უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა. ეს ისტორიული მომენტია.“ - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა “ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„დღეს არის გადამწყვეტი ნაბიჯი ევროკავშირისკენ მიმავალ თქვენს გზაზე. ვულოცავ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს, ისევე, როგორც უკრაინელ და მოლდოველ ხალხს. ჩვენი მომავალი ერთადაა”, - განაცხადა მიშელმა.