loader

"ვირთხა მეგონა მკვდარი, ნანახით შოკირებული დავრჩი" - ყველაფერი, რაც არის ცნობილი ექიმზე, რომლის სახლშიც გაფუჭებული ხორცი აღმოაჩინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვირთხა მეგონა მკვდარი, ნანახით შოკირებული დავრჩი" - ყველაფერი, რაც არის ცნობილი ექიმზე, რომლის სახლშიც გაფუჭებული ხორცი აღმოაჩინეს

ქალი, რომლის გარშემო მეხუთე დღეა უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა დაგროვდა, ჯერ კიდევ ჩუმადაა.

სანზონაში მცხოვრები ექიმი-თერაპევტის სახლიდან სამართალდამცველებმა 10 კილოგრამამდე გახრწნილი ხორცი ამოიღეს. გავრცელებული ჭორები, რომლებიც საკმაოდ მძიმე ბრალდებებს შეიცავდა, 20 ივნისს შსს-ს მიერ წარდგენილმა მუხლმა გააქარწყლა. მათი ინფორმაციით, გამოძიება 135-ე მუხლით დაიწყო, რაც სისხლის ან სისხლის შემცველი კომპონენტებით ვაჭრობას გულისხმობს.

როგორც მეზობლები ამბობენ, დაახლოებით 4 თვის მანძილზე სახლიდან მძაფრი სუნი გამოდიოდა, რაც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გამწვავდა. იყო ეპიზოდები, როდესაც მეზობლები მასთან კომუნიკაციას ცდილობდნენ, ის კი სახლის კარებს არავის უღებდა.