loader

"სირ***ე ჰკიდიათ ამათ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი - ბიძინას კარგად ყოფნა არის, იყო და იქნება მათი ერთადერთი საზრუნავი" - ზურა ჯაფარიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სირ***ე ჰკიდიათ ამათ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი - ბიძინას კარგად ყოფნა არის, იყო და იქნება მათი ერთადერთი საზრუნავი" - ზურა ჯაფარიძე

ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას აფასებს და წერს:

"ღარიბაშვილს თუ უსმენთ:- არცერთი მოთხოვნის შესრულებას ესენი არ აპირებენ. არ იქნება კანდიდატის სტატუსი არც ახლა, არც 6 თვეში. ასე, ევროპის (და უკვე ნატოსიც) გინებაში გაატარებენ ამ პერიოდსაც.

სირ***ე ჰკიდიათ ამათ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. ბიძინას კარგად ჰყოფნა არის, იყო და იქნება მათი ერთადერთი საზრუნავი. არაფერი ამ პარლამენტიდან არ გამოვა. ეს მასკარადი არის მაქსიმუმი, რაც შეიძლება ნახოს პოლიტიკით დაინტერესებულმა ადამიანმა.

ყველამ, ვისაც მართლა გვინდა ჩვენმა შვილებმა აქ გააგრძელონ ცხოვრება, როგორც თავისუფალმა ადამიანებმა, უნდა ვიპოვოთ საკუთარ თავში ძალა რომ გვერდით გადავდოთ ყველაფერი რაც გვყოფს, ერთად დავდგეთ როგორც 20-ში, და ამათ წავართვათ ძალაუფლება", - წერს - ზურა ჯაფარიძე.