loader

"არ მიაქციოთ ყურადღება საქართველოს ხელისუფლების "ფეიკებს", ღარიბაშვილის "ფეიკებს" - დავით არახამია ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებას ვიდეომიმართვით პასუხობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ მიაქციოთ ყურადღება საქართველოს ხელისუფლების "ფეიკებს", ღარიბაშვილის "ფეიკებს" - დავით არახამია ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებას ვიდეომიმართვით პასუხობს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, გუნდის წევრი, სახელისუფლებო ფრაქცია ,,სლუგა ნაროდას" თავმჯდომარე, დავით არახამია, საქართველოს პრემიერ-მინისტრს fake ინფორმაციების გავრცელებაში ადანაშაულებს.

დავით არახამიამ სპეციალური ვიდეომიმართვა მას შემდეგ ჩაწერა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა, რომ უკრაინელი მაღალჩინოსანი "ევროპასა და ამერიკაში ვიზიტებისას არახამია დაჟინებით ითხოვდა, არ მიეღო საქართველოს კანდიდატის სტატუსი".

ვოლოდიმირ ზელენსკი გუნდის წევრი ღარიბაშვილს ამხელს და ამბობს, რომ ევროპაში საერთოდ არ ყოფილა, ხოლო აშშ-ში ოლიგარქ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ითხოვდა.

"მინდა, გავანეტრალო ის ფეიკი, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაავრცელა: პირველი - ევროპაში არახამია არ ყოფილა. მეორე - ამერიკაში იმიტომ იყო, რომ იმ კონცეფციას ავითარებდა, რომ ივანიშვილი პრორუსული ორიოენტაციის ოლიგარქია, რომელსაც ჰყავს მარიონეტული ხელისუფლება, რომელიც ქართველ ხალხს, რომელსაც ევროპა უნდა, ატყუებს.

ბოლო მიტინგმა, რომელიც საქართველოში გაიმართა, აჩვენა, რომ საქართველოს სურს, ევროპის ნაწილი გახდეს.

ჩვენ, უკრაინის ხელისუფლება, დავეხმარებით ქართველ ხალხს, ევრიკავშირის წევრი გახდეს. არ მიაქციოთ ყურადღება საქართველოს ხელისუფლების "ფეიკებს", ღარიბაშვილის "ფეიკებს", რომელიც არასანდო ინფორმაციებს ოლიგარქის შეკვეთით ავრცელებს.

დასანანია, რომ საქართველო, რომელმაც ჩვენი დევნილები შეიფარა და რომლის შვილები ჩვენს რიგებში იბრძვიან რუსების წინააღმდეგ, დღეს ოლიგარქის მძევლები გახდნენ.

ქართველებო, გამაგრდით, დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის გზაზე ჩვენ დიდი მომავალი გველის"- აცხადებს არახამია.