loader

"დაგატოვებინებთ დარბაზს... ექიმს ხომ არ დავუძახოთ?!" - რა მოხდა პარლამენტში პრემიერის სიტყვით გამოსვლის დროს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაგატოვებინებთ დარბაზს... ექიმს ხომ არ დავუძახოთ?!" - რა მოხდა პარლამენტში პრემიერის სიტყვით გამოსვლის დროს

პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ, ხმაურით დაიწყო.

ხმაური ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის დასაწყისს მოჰყვა, რომლის დროსაც მან აღნიშნა, რომ ევროკომისიამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და გაჩნდა ნანატრი ჩანაწერი. მის ამ ფრაზას ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ღარიბაშვილს რამდენჯერმე მიმართა, რომ არის „მოღალატე“. მას ასევე უწოდა „მონა“.

ჯამში, პრემიერ-მინისტრს ოპოზიციის წარმომადგენელმა რამდენიმე წუთის განმავლობაში არ მისცეს სიტყვის გაგრძელების საშუალება. აღნიშნულის გამო ოპოზიციამ პარლამენტის თავმჯდომარისგან გაფრთხილება მიიღო.