"ყველაზე სევდიანი "ჩიტო გვრიტო"... მაგრად მენანები" - მეგობრების წრეში შესრულებული ლევან კბილაშვილის სიმღერა, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება
"ყველაზე სევდიანი "ჩიტო გვრიტო"... მაგრად მენანები, ლევან" - წერს გარდაცვლილი ლევან კბილაშვილის მეგობარი ირაკლი ჭეიშვილი სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.
მომღერალი ლევან კბილაშვილი 21 ივნისს მოსკოვში გარდაიცვალა. როგორც მომღერალი სოფო ბედია ამბობს, ბინაში, სადაც ლევან კბილაშვილი იმყოფებოდა, კარი შეამტვრიეს და მომღერალი დაახლოებით 10 საათის გარდაცვლილი დახვდათ. ლევან კბილაშვილი 2011 წელს "ჯეოსტარში" მონაწილეობდა.