loader

ვინ არის ახალგაზრდა ქალი, რომლის ინიციატივას დიდი გამოხმაურება მოჰყვა - ერთადერთი მაღაზია თბილისში, სადაც ნებისმიერი პროდუქტი უფასოა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის ახალგაზრდა ქალი, რომლის ინიციატივას დიდი გამოხმაურება მოჰყვა - ერთადერთი მაღაზია თბილისში, სადაც ნებისმიერი პროდუქტი უფასოა

უფასო მაღაზიის გაკეთების იდეა თამარ ვახტანგიშვილს 4 წლის წინ გაუჩნდა. ყველა ღონეს ხმარობდა, იდეა სისრულეში მოეყვანა, თუმცა მისი განხორციელება უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინა.

დიდი ხნის ოცნება კი 1 თვის წინ აისრულა. თამარმა ჭავჭავაძეზე, ეკლესიის ეზოში, ფურგონი აღმოაჩინა, მამა შალვა კეკელიას დახმარებით მეპატრონეს დაუკავშირდა, ნებართვა ითხოვა, გაარემონტა და უფასო მაღაზია გახსნა. უკვე 4 კვირაა ამ მაღაზიის დახმარებით 170-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.

მაღაზია ყოველ კვირას, წირვის დასრულების შემდეგ, 11 საათზე იხსნება და პროდუქტების დარიგება პირველ საათამდე გრძელდება. მსურველებს კი, არამალფუჭებადი პროდუქტების მიტანა ტაძრის ეზოში, მთელი კვირის განმავლობაში შეუძლიათ. ჩვენი სტუმრობის დროსაც ტაძრის ეზოში დახმარების მსურველთა რიცხვი არ წყდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მაღაზია სულ 1 თვეა, რაც ფუნქციონირებს, უკვე ჰყავთ 2 სპონსორი, რომლებიც თამარს სიკეთის კეთებაში ეხმარებიან.

თამარს ამ წამოწყებაში მამა შალვა კეკელია ეხმარება, რომელიც მუდმივად მზადაა მაღაზიასთან დაკვშირებული ნებისმიერი პრობლემა მასთან ერთად მოაგვაროს.

მათ კი, ვისაც ამ კეთილ საქმეში მონაწილეობის სურვილი გაქვთ და დროის უქონლობის გამო პროდუქტების მიტანას ტაძრის ეზოში ვერ ახერხებთ, სიკეთის მაღაზიას შეგიძლიათ ფინანსურადაც დაეხმაროთ.