"ჩემი თხოვნა იქნება, პირველ რიგში, ჩემი გუნდის წევრების მიმართ..." - კახა კალაძემ სამგორის გამგებლის განცხადებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
ყველას გაქვთ თქვენს პირად სივრცეში თქვენი მოსაზრების გამოხატვის უფლება, ამას ვერავინ შეეხება, თუმცა, ამავდროულად, უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს, უამრავი მხარდამჭერი გვყავს და ეს პასუხისმგებლობა კარგად გავითავისოთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე სამგორის გამგებლის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
შეგახსენებთ, სამგორის გამგებელმა კახა სამხარაძემ 20 ივნისს გამართული აქციის, „შინ ევროპისკენ“ მონაწილეები სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია.
„იქ ვინც მივიდა, ჩემს თაობას ვეუბნები, მაგარი ს…-რები ხართ, ქვეყნის მტრები ხართ და ვისაც გინდათ პასუხი პირადად გაგცეთ, მზად ვარ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე შევხვდეთ, ვისაც გეტკინათ“, - დაწერა სამგორის გამგებელმა.