loader

“ყველას რომ ჰგონია, მე ივანიშვილი მანებივრებს - ერთი სიგარეტის კოლოფიც არ მახსოვს მისგან... მოკლედ, დავასრულე აქტიურობა“ - თემურ თათარაშვილი მოულოდნელ მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ყველას რომ ჰგონია, მე ივანიშვილი მანებივრებს - ერთი სიგარეტის კოლოფიც არ მახსოვს მისგან... მოკლედ, დავასრულე აქტიურობა“ - თემურ თათარაშვილი მოულოდნელ მიმართვას ავრცელებს

“ბევრი ვიფიქრე, მეგობრებო და მინდა მოგახსენოთ, უკვე წლებია ჩემი “ოცნების“ მხარდაჭერის გამო ვარ თავდასხმის და შეურაცხყოფის ობიექტი, მსხვერპლი.

ხან ვაზელინს მეძახიან, ხან მონას. უკვე, მართალი გითხრათ, მომბეზრდა ეს ყველაფერი ავიტანო გაუნათლებელი და გაბოროტებული ხალხისგან.

არც იმის მტკიცებას დავიწყებ, რომ არანაირი გამორჩენა არ მაქვს არავისგან. მეტსაც გეტყვით, ყველას რომ ჰგონია, მე ივანიშვილი მანებივრებს და განსაკუთრებულ პირობებში ვარ - ერთი სიგარეტის კოლოფიც კი არ მახსოვს მისგან. ასე რომ, დაიოკეთ ნერვები.

მე ვილანძღები, მაგრამ არ ვკარგავ მაყურებელსაც და პატივისცემას, რომელიც წლების მანძილზე დავაგროვე, მაგრამ წინსვლა და უფრო მყარად რომ ვიდგე, ამის შესაძლებლობა არ მაქვს!!!

ხოლო ის ხალხი, რომლებიც სდუმან ან შუაშიტს თამაშობენ ან კიდევ ღიად აფიქსირებენ ჩემგან განსხვავებულ აზრს, ისინი მიიწევენ მაღლა.

მოკლედ, დავასრულე აქტიურობა. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე “ოცნების“ მხარდამჭერი აღარ ვარ, ან ივანიშვილის მაგინებელი გავხდები როდისმე.

უბრალოდ დავასრულე ჩემი აქტიურობა აქ წერა-კითხვით. ვისაც ვუყვარდი, ალბათ დღესაც ვუყვარვარ და ვისაც არა, სულ კარგად იყვნენ!“ - აქვეყნებს თემურ თათარაშვილი.