loader

რა გახდა ლევან კბილაშვილის გარდაცვალების მიზეზი? - "ბო­ლოს რომ ვი­ლა­პა­რა­კეთ, მი­თხრა, კო­ვიდ­მა ძა­ლი­ან ცუდი რა­ღაც და­მი­ტო­ვაო, მენ­ჯის ძვლის შლა ჰქონ­და" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა გახდა ლევან კბილაშვილის გარდაცვალების მიზეზი? - "ბო­ლოს რომ ვი­ლა­პა­რა­კეთ, მი­თხრა, კო­ვიდ­მა ძა­ლი­ან ცუდი რა­ღაც და­მი­ტო­ვაო, მენ­ჯის ძვლის შლა ჰქონ­და"

"ლე­ვა­ნის ძა­ლი­ან ახლო მე­გო­ბა­რი ვი­ყა­ვი და არა მარ­ტო მე­გო­ბა­რი, პრო­ფე­სი­უ­ლი კუ­თხი­თაც ერ­თმა­ნე­თის თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი გახ­ლდით... ბოლო პე­რი­ოდ­ში მენ­ჯზე ჰქონ­და პრობ­ლე­მა... კო­ვი­დი რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­ი­ტა­ნა. ბო­ლოს რომ ვი­ლა­პა­რა­კეთ, მი­თხრა - კო­ვიდ­მა ძა­ლი­ან ცუდი რა­ღაც და­მი­ტო­ვაო - მენ­ჯის ძვლის შლა ჰქონ­და" - ამის შესახებ მუსიკოსმა დათო ლონ­და­რი­ძემ გარდაცვლილ ლევან კბილაშვილზე საუბრისას Ambebi.ge-ს განუცხადა.

მისი თქმით, ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სხვა პრობ­ლე­მა არა­ფე­რი ჰქონ­და.

"რე­ა­ლუ­რად ძნე­ლია თქმა, მაგ­რამ სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს გახ­და მი­ზე­ზი...

ოპე­რა­ცია იყო გა­სა­კე­თე­ბე­ლი, ჯო­ხი­თაც და­დი­ო­და და იმპლან­ტა­ცი­ას სა­ჭი­რო­ებ­და. ტკი­ვი­ლი ხან უნელ­დე­ბო­და, ხან უმა­ტებ­და, მაგ­რამ ისე გა­მო­ვი­და, რომ ამ ოპე­რა­ცი­ამ­დე ვერ მი­ვი­და. კონ­ცერ­ტე­ბით იყო დატ­ვირ­თუ­ლი, რაც ხელს უშ­ლი­და და ეს ეტა­პი ასე გა­ე­წე­ლა" - აცხადებს დათო ლონ­და­რი­ძე.

როგორც მუსიკოსი ამბობს, ლევან კბილაშვილი ბოლო 6 წელი მოსკოვში საქმიანობდა.

"ჰყავ­და ჯგუ­ფი, ბენ­დი და მუ­სი­კა­ლუ­რი კუ­თხით აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობ­და. გუ­ში­ნაც ჰქონ­და კონ­ცერ­ტი, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ტა­რა, ეს "ფე­ის­ბუ­ქით" და "სთო­რე­ბით" გა­ვი­გეთ.

დღე-დღე­ზე ჩა­მოს­ვლას აპი­რებ­და და ცოტა ხან­ში სა­ერ­თოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას. ისე, სულ წა­სუ­ლიც არ იყო, უმე­ტე­სად მი­დი­ო­და და ჩა­მო­დი­ო­და ხოლ­მე...

ჰყავს მშობ­ლე­ბი და და-ძმა - დიდი ოჯა­ხი. თვი­თონ პი­რა­დი ოჯა­ხი ჯერ არ ჰქონ­და" - ამბობს დათო ლონდარიძე.

მომღერალი ლე­ვან კბი­ლაშ­ვი­ლი გუშინ, მოსკოვში გარ­დაიც­ვა­ლა. როგორც მომღერალი სოფო ბედია ამბობს, ბინაში, სადაც ლე­ვან კბი­ლაშ­ვი­ლი იმყოფებოდა, კარი შეამტვრიეს და მომღერალი დაახლოებით 10 საათის გარდაცვლილი დახვდათ. ლევან კბილაშვილი 2011 წელს "ჯეოსტარში" მონაწილეობდა.