loader

"მშვიდად განისვენე, ჩემო ანგელოზო, მიყვარხარ სამუდამოდ..." - ლუბა უსპენსკაია ლევან კბილაშვილს ემშვიდობება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მშვიდად განისვენე, ჩემო ანგელოზო, მიყვარხარ სამუდამოდ..." - ლუბა უსპენსკაია ლევან კბილაშვილს ემშვიდობება

"მშვიდად განისვენე, ჩემო ანგელოზო, მიყვარხარ სამუდამოდ" - ასე ემშვიდობება რუსული ესტრადის ვარსკვლავი ლუბა უსპენსკაია ლევან კბილაშვილს... ის ემოციურ პოსტს Instagram-ზე აქვეყნებს.

"დღეს დავკარგე მეგობარი, შეიძლება ითქვას, ძმა, ახალგაზრდა, ნიჭიერი, პერსპექტიული არტისტი - ლევან კბილაშვილი...

არ მჯერა, რომ ეს მოხდა და ამ სიტყვებს ახლა ვწერ და ცრემლებს ტელეფონის ეკრანს ვაფრქვევ...

ბოლოს და ბოლოს, გასულ ღამეს მისგან მესიჯი და ვიდეო მისი კონცერტიდან მივიღე, მაგრამ დღეს ის აღარ არის... ვერც ერთი სიტყვით ვერ აღვწერ ჩემს მწუხარებას... სიცარიელეს...

არ მჯერა, არ მჯერა, არ მჯერა... მშვიდად განისვენე, ჩემო ანგელოზო, მიყვარხარ სამუდამოდ..." - წერს ლუბა უსპენსკაია.