loader

რას ამბობს კახა კალაძე სამგორის გამგებლის სკანდალურ განცხადებაზე, რომელმაც გუშინდელ აქციაზე მისულ თავისი თაობის წარმომადგენლებს სირ**ბი უწოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს კახა კალაძე სამგორის გამგებლის სკანდალურ განცხადებაზე, რომელმაც გუშინდელ აქციაზე მისულ თავისი თაობის წარმომადგენლებს სირ**ბი უწოდა

თბილისის მერი კახა კალაძე სამგორის რაიონის გამგებლის, კახა სამხარაძის სკანდალურ განცხადებას ეხმაურება.

„მე შეიძლება ეს განცხადება არ მომეწონა, ვიღაცას შეიძლება მოეწონა, ეს მისი პირადი სივრცეა და თავის პირად სივრცეში ადამიანი რასაც უნდა, იმას დაწერს. შეიძლება ჩემთვის არ იყო მოსაწონი, თუმცა ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს დონეზეა დაცული. ჩვენ ეს 2012 წელს მოვახერხეთ, როცა ხელისუფლების ცვლილება მოხდა, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ყოველთვის უმაღლეს დონეზეა.

შეიძლება ჩემთვის მოსაწონი არ იყო, შეიძლება ვიღაცისთვის მოსაწონი იყო, ვიღაცას კიდევ უფრო არ მოეწონა, კიდევ უფრო გაღიზიანდა, მაგრამ სიტყვის თავისუფლება ეს მისი პირადი სივრცეა. სიძულვილის ენა კატეგორიულად მიუღებელია და ამაზე, როცა მითითებებს გაძლევენ კონკრეტულად ის ადამიანები, ის ტელევიზიები, საიდანაც ყოველდღიურად სიბინძურის ნიაღვარი მოდის, სიძულვილის ენა, შეურაცხყოფები, ოჯახზე შეურაცხყოფები, ოჯახზე თავდასხმები მოდის, რა თქმა უნდა, ამ ადამიანებისგან მიუღებელია, ამ ადამიანებს ევროპასთან და ევროპულ ღირებულებებთან კავშირი არ აქვთ, რადგან ესენი არიან ადამიანები, რომლებიც იყვნენ მთავარი შემოქმედი იმის, რომ ადამიანს, რომელიც ჩვენებას იძლეოდა, ამ ჩვენებას აღეჭვინებდნენ და აჭმევდნენ.

ესენი იყვნენ ის ადამიანები, ვისაც ციხიდან გამოჰყავდა ხალხი და მანქანაზე გაკოჭილს აუპატიურებდნენ; ესენი იყვნენ ადამიანები, ვისაც ადამიანები გამოჰყავდათ ციხიდან და ბიზნესს აფორმებინებდნენ; ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ახალგაზრდებს ქუჩაში ხოცავდნენ. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს არანაირი კავშირი არ აქვთ არც დემოკრატიულ ღირებულებებთან, არც ევროპასთან და არც ევროპულ ღირებულებებთან.

ნებისმიერ ადამიანს აქვს თავის პირად სივრცეში თავისი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. ეს არის მისი პირადი სივრცე. შესაბამისად, მის პირად სივრცეში, რაც უნდა, ის გაუკეთებია.

მეც არ მომწონს, ჟურნალისტები შეურაცხყოფაზე რომ გადმოდიხართ თქვენი სტატუსებით. არ მომწონს, როცა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები თავიანთ სოციალურ ქსელში, თავიანთ მედიაში პირად შეურაცხყოფასა და ბილწსიტყვაობაზე რომ გადმოდიან. არ მომწონს, რა თქმა უნდა და მიუღებელია. შესაბამისად, ჩვენ ყველა ერთად უნდა გავერთიანდეთ, რომ სიძულვილის ენას ვებრძოლოთ და ეს ყველაფერი შევაჩეროთ“, - განაცხადა კალაძემ.

როგორც სამგორის რაიონის გამგებელმა სოციალურ ქსელში დაწერა, გუშინ აქციაზე "შინ ევროპისკენ" მისული თავისი თაობის წარმომადგენლები ქვეყნის მტრები და სირ**ბი არიან.

"გუშინ ვფიქრობდი, დამეწერა, რომ ხვალ აქციაზე გასვლას თუ აპირებთ, ნუ დაუშვებთ შეცდომას. მაგრამ ვიფიქრე, მე ჩემს თაობაზე მაქვს აქცენტი, რომ ჩემმა თაობამ ბევრი ჭირ-ვარამი გადავიარეთ და ყველაფერი სწორად შევაფასეთ და იმედი მქონდა, რომ თქვენს შვილებს, გვერდზე მდგომებსაც შეუძახებდით, შეცდომა არ დაეშვათ!

მე არ ვიცი, ვინ როგორ მოიქცა, მაგრამ დღეს იქ ვინც მივიდა, მე ისევ ვიმეორებ, ჩემს თაობას ვეუბნები, მაგარი სირ**ი ხართ, ქვეყნის მტრები ხართ და ვისაც გინდათ პასუხი პირადად გაგცეთ, მზად ვარ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე შევხვდეთ, ვისაც გეტკინათ", - დაწერა კახა სამხარაძემ.