კორონავირუსით ინფიცირების რამდენი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ბოლო 1 კვირის განმავლობაში? - 12-19 ივნისის სტატისტიკა
12 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 616 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 482 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 103 529 კვლევა ტესტით.