loader

ვრცელდება ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა - "ისევ ხარკოვის დაბომბვა, ოდესა, ისევ სასტიკი შეტევითი მოქმედებების მცდელობა დონბასში" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა - "ისევ ხარკოვის დაბომბვა, ოდესა, ისევ სასტიკი შეტევითი მოქმედებების მცდელობა დონბასში"

გადამწყვეტ კვირას ნაბიჯ-ნაბიჯ გავდივართ და ყოველდღე ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეჭვი არავის შეეპაროს, რომ უკრაინა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთს ძალიან ანერვიულებს უკრაინის აქტიურობა.

„დატვირთული იქნება კვირის შემდეგი დღეებიც. მივდივართ ევროპული საბჭოს მთავარი გადაწყვეტილებისკენ, რომელსაც პარასკევს მიიღებენ. როგორც ვიწინასწარმეტყველე, რუსეთი ძალიან ნერვიულობს ჩვენი აქტიურობით. ისევ ხარკოვის დაბომბვა, ოდესა, ისევ სასტიკი შეტევითი მოქმედებების მცდელობა დონბასში. ეს არის ბოროტება, რომლის დაშოშმინება მხოლოდ ბრძოლის ველზეა შესაძლებელი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან ხაზი გაუსვა, რომ დონბასის რეგიონში რთული მდგომარეობაა და მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

„ჩვენ ვიცავთ ლისიჩანსკს და სევეროდონეცკს. მთელ რეგიონში ურთულესი სიტუაციაა, უმძიმესი ბრძოლები მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენი ძლიერი ბიჭები და გოგონები იქ არიან. ოკუპანტები პასუხს იღებენ ჩვენ წინააღმდეგ თავიანთ ქმედებებზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.