loader

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ახალი სახალხო მოძრაობის შექმნა დაანონსდა, რომლის წარდგენა 24 ივნისს მოხდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ახალი სახალხო მოძრაობის შექმნა დაანონსდა, რომლის წარდგენა 24 ივნისს მოხდება

საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ახალი სახალხო მოძრაობის შექმნა დაანონსდა.

როგორც მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტმა შოთა დიღმელაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ახალი სახალხო მოძრაობა სამშობლოს შინ, ევროპაში დააბრუნებს.

"აქ შეკრებილი მოქალაქეები ვაცნობიერებთ რა, რომ მტრის წინააღმდეგ ძალა ერთობაშია, ვერთიანდებით ევროპული მომავლის იდეით და ვიწყებთ ახალ სახალხო მოძრაობას, რომელიც დააბრუნებს ჩვენს სამშობლოს შინ, ევროპაში. თითოეული მოქალაქე, ვინც უნდა იყოს ის: ხელოვანი, მეცნიერი, ჯარისკაცი, პედაგოგი, პოლიციელი, ინჟინერი, საჯარო მოხელე, ყველა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თაობათა მიერ დამოუკიდებლობისთვის გაღებული მსხვერპლი, გავერთიანდით ეროვნული მიზნით - საქართველო ევროკავშირში!“, - აღნიშნავს შოთა დიღმელაშვილი.

ამასთან, მისი თქმით, ახალი მოძრაობის წარდგენა 24 ივნისს, ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მოხდება. მისივე თქმით, ახალი მოძრაობის სათავეში ხალხი იქნება.