"მადლობა, რომ რუსთაველზე დგახართ და არა მექსიკა-ამერიკის საზღვარზე..." - ზურა ჯაფარიძე
ზურა ჯაფარიძე დღეს აქციაზე მისულ ხალხს მადლობას უხდის და სოციალურ ქსელში წერს:
"მადლობა ყველას, ვინც გამოხვედით
დიდი მადლობა ორგანიზატორებს "სირცხვილიას".
განსაკუთრებული მადლობა თქვენ, ვინც გადააბიჯეთ რაღაცებს, გადაყლაპეთ რაღაცები, დათმეთ რაღაცები და დღეს და აქ გაარჩიეთ მთავარი მეორეხარისხოვნისგან.
მნიშვნელოვანი დღე იყო!
მადლობა, რომ რწმენას არ კარგავთ, მიუხედავად ყველაფრისა,
რწმენას, რომ ეს ქვეყანა გახდება უკეთესი,
გახდება თავისუფალი,
მადლობა, რომ რუსთაველზე დგახართ და არა მექსიკა-ამერიკის საზღვარზე,
მადლობა ამ არჩევნისთვის,
რთული არჩევნისთვის,
მადლობა, რომ აჩვენეთ, ვისია ეს ქვეყანა,
რომ ის არ არის მოძალადე სირ***ის,
არ არის ჩმორების!
არ არის უსინდისო ნაძირლების!
ყველაფერი გამოგვივა!
ვერ მოიგებს აქ რუსეთი!
არ გამოვა ამ ქვეყნიდან ჩეჩნეთი,
დედას ვუტირებთ." - წერს ზურა ჯაფარიძე.