loader

რა ახალი დეტალები გახდა ცნობილი ექიმზე, რომლის სახლშიც გახრწნილი ხორცი აღმოაჩინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ახალი დეტალები გახდა ცნობილი ექიმზე, რომლის სახლშიც გახრწნილი ხორცი აღმოაჩინეს

ექიმის სახლიდან დიდი ოდენობით გახრწნილი ხორცის ამოღების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 135-ე მუხლით დაიწყო. აღნიშნული მუხლი სისხლით ან სისხლის კომპონენტებით უკანონო ვაჭრობას გულისხმობს.

მედიკოსის სახლიდან ამოღებულ ხორცს ექსპერტიზა უტარდება.

მეზობლებს სუნი თვეების განმავლობაში აწუხებდათ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ტემპერატურის მატებასთან ერთად, სუნიც გამძაფრდა, რის შემდეგაც საპატრულო სამსახური გამოიძახეს.

მეზობლების უმრავლესობა მედიკოსს არ იცნობდა. მათი ინფორმაციით, ქალი კორპუსში ახალი გადმოსული იყო, ის მეზობლებთან თითქმის არ კონტაქტობდა. მეტიც, საერთო საქმიანობაში არ ერეოდა. ერთ-ერთი მეზობლის თქმით, კორპუსთან „შლაგბაუმი" დაყენდა, რის გამოც მედიკოსს თანხისთვის მიაკითხეს, მან კი კარები არ გააღო.

ექიმ-თერაპევტის ძმის განცხადებით, მისი და სამართალდამცველებმა 18 ივნისს გამოჰკითხეს, საგამოძიებო უწყებისთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით კი, ბინაში კანალიზაცია და მაცივარი დაზიანებული იყო. სწორედ ეს იყო მძაფრი სუნის გამომწვევი მიზეზი.