"მეზობლები ფულს აგროვებდნენ, ამ ქალსაც მიუკაკუნეს კარზე და..." - რას ჰყვებიან მეზობლები ექიმზე, რომლის სახლშიც გაფუჭებული ხორცი აღმოაჩინეს
სანზონაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინიდან, რომელიც ექიმ-თერაპევტს ეკუთვნოდა, მეზობლების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით გაფუჭებული ხორცი ამოიღეს. აღნიშნულს ექსპერტიზა უტარდება.
ბინის მეპატრონე მოქმედი მედიკოსია.
ექიმის მეზობლები ამბობენ, რომ ჩაკეტილი ადამიანი იყო და თითქმის არავის ეკონტაქტებოდა.