loader

რას ამბობს იმ ექიმის ძმა, რომლის სახლშიც გახრწნილი ხორცი აღმოაჩინეს - "მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს იმ ექიმის ძმა, რომლის სახლშიც გახრწნილი ხორცი აღმოაჩინეს - "მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია"

ექიმ-თერაპევტის ძმის განცხადებით, მისი და სამართალდამცველებმა ორი დღის წინ გამოჰკითხეს, საგამოძიებო უწყებისთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით კი, ბინაში კანალიზაცია და მაცივარი დაზიანებული იყო, რამაც მძაფრი სუნი გამოიწვია.

ექიმის ძმა, რომელიც პროფესიით იურისტია, დეტალებზე არ საუბრობს და აღნიშნავს, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ კომენტარი მისი დის მხრიდანაც გაკეთდება. მისივე თქმით, ერთ-ერთ ტელევიზიაში გასული სიუჟეტის შემდეგ მისი და ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია.

„ჯერჯერობით ვერაფერს მოგახსენებთ, სამართალდამცველებმა გარკვეული მოქმედებები ჩაატარეს, მიმდინარეობს გამოძიება. ჩემი და გამოიკითხა. როგორც დაფიქსირდა, დაზიანებული იყო კანალიზაცია ბინაში, გაფუჭებული იყო მაცივარი, რამაც გამოიწვია პროდუქტების დაზიანება. წონადობას ვერ მოგახსენებთ, პოლიციამ დაზიანებული პროდუქტი ექსპერტიზაზე წაიღო. 10 კგ იყო თუ 20, ვერ მოგახსენებთ.

ახლა ჩემი და ჩემთან არ იმყოფება. მისი ბინა დალუქულია. ღამის გათევის მიზნით, ალბათ, ჩემთან მოვა. ერთ-ერთ ტელევიზიაში ძალიან მძიმე სიუჟეტი გასულა და ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. სხვას ვერაფერს მოგახსენებთ. გამოძიების შემდეგ, სავარაუდოდ, თვითონაც გააკეთებს კომენტარს. სამსახურში გუშინ არ იყო და დღეს მივიდოდა სამსახურში", - აცხადებს მედიკოსის ძმა.

კითხვაზე, ხედავს თუ არა ის საქმეში დანაშაულის ნიშნებს, ასე პასუხობს:

„მე ვერაფერს ვერც ვადასტურებ და ვერც გამოვრიცხავ. ახლა როგორ შემიძლია გითხრათ. მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიება იტყვის თავის სიტყვას", - აცხადებს ძმა.

ცნობისთვის, სანზონაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინიდან, რომელიც ექიმ-თერაპევტს ეკუთვნოდა, მეზობლების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით გაფუჭებული ხორცი ამოიღეს. აღნიშნულს ექსპერტიზა უტარდება.

ბინის მეპატრონე მოქმედი მედიკოსია.