loader

"უღირსი საქციელი ჩაიდინა... იმედია, ნახავს მანქანის პატრონი და აზღვევინებს ათმაგად" - რა ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უღირსი საქციელი ჩაიდინა... იმედია, ნახავს მანქანის პატრონი და აზღვევინებს ათმაგად" - რა ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში

"რა ინფორმაციაც მოგვაწოდეს: ავტომობილის მძღოლმა, სადაც გააჩერა მანქანა, იქ ცხოვრობს ეს ქალბატონი და არ სიამოვნებს თავის საცხოვრებელთან მანქანის დანახვა" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოძრაობა "ჩემი ქალაქი მკლავს" წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

ვიდეოს "ფეისბუქზე" დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

"ამ ქალის გასამართლებლად არ ვწერ, უღირსი საქციელი ჩაიდინა, მაგრამ ამ ვიდეოში რას აშავებს წითელი მანქანა, არ ჩანს... ზოგი ისე აჩერებს, ნაგავი კი არ უნდა დააყარო, მთლიანად უნდა დალეწო პატრონიანად, ლიჟბი გავაჩერო სასტავი";

"ეს ნაგავიც არ გამოილია, კაცო";

"ბოროტებაა, თუ არ აყენია ის მანქანა კარგად ან ხელს გიშლით, უთხარი პატრონს, ხომ შეიძლება ურთიერთგაგება ნორმალური, რატომ უმტვრევთ";

"მძღოლთან რაღაც აქვს მოსაგვარებელი ნამდვილად... ძალიანაა გამწარებული";

"შტატებში უარესს უკეთებენ უადგილო ადგილზე გაჩერებულ მანქანებს";

"სადამდე მიდის ადამიანის უზნეობა და სიბოროტე, საშინელება";

"რა ბოროტია, რაებს აკეთებს";

"სხვისი ქონების დაზიანება არის ეს და შესაბამისად უნდა აგოს პასუხი";

"იმედია, ნახავს ამას მანქანის პატრონი და აზღვევინებს ათმაგად" - წერენ კომენტარებში.