loader

"შოკურ მდგომარეობაში იყო, ნაკვეთი და ნაჩხვლეტი ჭრილობები ჰქონდა" - სისხლიანი გარჩევა რუსთავში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შოკურ მდგომარეობაში იყო, ნაკვეთი და ნაჩხვლეტი ჭრილობები ჰქონდა" - სისხლიანი გარჩევა რუსთავში

რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, 3 ადამიანი დაჭრეს.

შემთხვევა მე-12 მიკრორაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, რამდენიმე მამაკაცი ერთმანეთს თავდაპირველად სიტყვიერად დაუპირისპირდა, მოგვიანებით კი კამათი ჯგუფურ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, შედეგად, სამი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. დაშავებულები კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული ლ.ვ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.