loader

"ის გმირულად დაიღუპა" - რას წერს, ნადიმ ხმალაძე დაღუპულ ქართველ თანამებრძოლზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ის გმირულად დაიღუპა" - რას წერს, ნადიმ ხმალაძე დაღუპულ ქართველ თანამებრძოლზე?

"სამწუხაროდ კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაგვეღუპა რაშისტს ფაშისტ დამოყრობლებთან უთანასწორო ბრძოლაში - ალუდა ზვიადაური. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მთელ საქართველოს. ის გმირულად დაიღუპა," - ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ნადიმ ხმალაძე, გარდაცვლილ თანამებრძოლზე წერს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ალუდა ზვიადაური დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მყოფი სხვა ქართველი მებრძოლები ავრცელებენ. მათივე ინფორმაციით, ქართველ მებრძოლს დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცი გამოჰყავდა და ამ დროს ზურგში ესროლეს.

ცნობისთვის, 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 16 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.