loader

"ზელენსკი არასდროს ნებდება" - უკრაინის პირველი ლედი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ზელენსკი არასდროს ნებდება" - უკრაინის პირველი ლედი

ზელენსკი არასდროს ნებდება, - ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ The Guardian-თან განაცხადა.

"მე მას უკეთ ვიცნობ, ვიდრე ვინმე სხვას. სიტუაციებში, როდესაც ყველა ამბობს, რომ რაღაცა შეუძლებელია, მას საქმე ბოლომდე მიჰყავს და თავისას აღწევს. მისი მოტივაცია სხვებისთვისაც გადამდებია. ის არასდროს ნებდება, მაშინაც კი, როცა ირგვლივ ყველა ფა-ხმალს ჰყრის", - თქვა ზელენსკაიამ.

ელენა ზელესნკაიას თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა კამერებთან მუშაობა კარგად იცის, თუმცა ყველა მისი ვიდეომიმართვა გულწრფელი იყო.

"მან იცის როგორ იმუშაოს კამერებთა, მაგრამ ის არ თამაშობს. მას უბრალოდ, შეუძლია ამის კარგად კეთება. ჩემთვის პუბლიკასთან გამოსვლა რთულია, ყოველ ჯერზე სტრესს განვიცდი, მაგრამ მისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია", - აღნიშნა პირველმა ლედიმ.

უკრაინის პირველი ლედი ასევე შიშობს, რომ ძლიერი სტრესის გამო ვოლოდიმირ ზელენსკი შეიძლება ავად გახდეს.

"მე მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო არ ვნერვიულობ, უფრო ფიზიკური მდგომარეობა მაღელვებს. რთული პერიოდების შემდეგ ის ყოველთვის ავად ხდება. ის დუნდება და შემდეგ ვირუსს ან სხვა დაავადებას იკიდებს", - ამბობს ზელენსკაია.