loader

ბათუმში ავტომობილი ორ ბავშვს შეეჯახა - არის მსხვერპლი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმში ავტომობილი ორ ბავშვს შეეჯახა - არის მსხვერპლი

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა. დაშავებული ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული.

ექიმების ინფორმაციით, ბავშვს კვლევები უტარდება.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე მცირეწლოვან ბავშვებს დაეჯახა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექისის” 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.