loader

"მთავარი ღადაობა..." - მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მთავარი ღადაობა..." - მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს

გუშინდელი დღის მთავარი ღადაობა - ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მე ვარ ოლიგარქი. ამიტომ ვითხოვ სასწრაფოდ გამათავისუფლოთ და გამიშვათ ჩემს ფაზენდაში ბრაზილიაში. თან ხეები მაქვს იქიდან ჩამოსატანი და ხოხბები ჩამოსაყვანი,- აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

მისივე თქმით, თვის ბოლო ახლოვდება და მოსამართლეებს და პროკურორებს ხელფასი „კონვერტებით დროულად უნდა დაურიგოს“.

„მართალია, ნებისმიერი მათგანი ჩემზე უფრო მდიდარია, მაგრამ იმედია, რადგან ოლიგარქის ტიტული მომანიჭეს, კრედიტ-სუისიც დროულად გადმომირიცხავს ჩემს კუთვნილ მილიარდებს“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებითვე, ქართულმა საზოგადოებამ საკუთარი თავისა და სამშობლოს დაცვა თავისსავე ხელში უნდა აიღოს.

„ის, რაც გუშინ ევროპასთან დაკავშირებით მოხდა, საქართველოსთვის გეოპოლიტიკური კატასტროფაა.

ეს ის შემთხვევაა, როცა მთავრობა ან გაქცეულია ან ღიად მტრის მხარესაა. საკუთარი თავისა და სამშობლოს დაცვა თავისსავე ხელში უნდა აიღოს ქართულმა საზოგადოებამ თუ არ გვინდა, რომ ისტორიის მორევში გადავიჩეხოთ.

20 ივნისი ამ დიდი, თვითგადარჩენისთვის ბრძოლის დასაწყისია“,- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.