loader

"ეს კაცი არის მატყუარა! თავად შეცდა, როცა ნებისყოფა არ ეყო და "ნაცებში" დაბრუნდა..." - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი ზურაბ ჭიაბერაშვილზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს კაცი არის მატყუარა! თავად შეცდა, როცა ნებისყოფა არ ეყო და "ნაცებში" დაბრუნდა..." - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი ზურაბ ჭიაბერაშვილზე?

"ეს კაცი არის მატყუარა! თავად შეცდა, როცა ნებისყოფა არ ეყო და "ნაცებში" დაბრუნდა და ახლა ერთადერთ ალტერნატივად გატენით, რომ თავისი არსებობა გაამართლოს" - აღნიშნულით თამარ ჩერგოლეიშვილი ზურაბ ჭიაბერაშვილის სტატუსს ეხმაურება.

ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში რიტორიკულ კითხვას სვამს:

"რა უფრო მთავარია: ევროპისკენ სვლა თუ "ნაცები" არ დაბრუნდნენ? ესაა არჩევანი. As "simple" as that".

ჩერგოლეიშვილის შეფასებით, ეს არის ცრუ დილემა და ამ ცრუ დილემის დაყენება არის ივანიშვილის რეჟიმის "სასარგებლო იდიოტიზმი".

"ეს არის ცრუ დილემა! ამ ცრუ დილემის დაყენება არის ივანიშვილის რეჟიმის სასარგებლო იდიოტიზმი! ეს კაცი არის მატყუარა! თავად შეცდა, როცა ნებისყოფა არ ეყო და "ნაცებში" დაბრუნდა და ახლა ერთადერთ ალტერნატივად გატენით, რომ თავისი არსებობა გაამართლოს.

არ არსებობს ასეთი დილემა. არსებობს დილემა "ქოცები" თუ დემოკრატია! არ არსებობს ჭიაბერაშვილის აღწერილი დილემა - ეგაა "ქოცების" მოგონილი ტყუილი, რომ ალტერნატივა შავრაზმულ რევოლუციური პოპულიზმი და მიშას დაბრუნებაა. ამ სამარცხვინოს დაბლოკილი ვყავარ და მხოლოდ ჩემი აუდიტორიისთვის ვწერ ამიტომ" - წერს ჩერგოლეიშვილი.