loader

ვრცელდება პუტინის მიმართვა - რას ამბობს რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება პუტინის მიმართვა - რას ამბობს რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსზე?

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას კომენტარი გააკეთა უკრაინის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსზეც და განაცხადა, რომ ევროკავშირი არ არის სამხედრო ორგანიზაცია, ამიტომ რუსეთი არ არის წინააღმდეგი, რომ უკრაინა შეუერთდეს მას.

„ევროკავშირი არ არის სამხედრო ორგანიზაცია, სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი, ნატოსგან განსხვავებით, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და მე ყოველთვის ვამბობდი, ჩვენი პოზიცია აქ არის თანმიმდევრული, გასაგები: ჩვენ არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო“, - განაცხადა რუსეთის ლიდერმა.

მისი თქმით, მოსკოვი მხოლოდ უკრაინის „სამხედრო განვითარებას“ აპროტესტებდა, ხოლო ნებისმიერ გაერთიანებაში ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ გადაწყვეტილებები თავად უკრაინელების გადასაწყვეტია.