loader

"25 წლის მამაკაცს ამწედან ჩამოვარდნილი მანქანა დაეცა, მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა" - შემთხვევა ხულოში მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"25 წლის მამაკაცს ამწედან ჩამოვარდნილი მანქანა დაეცა, მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა" - შემთხვევა ხულოში მოხდა

ხულოში 25 წლის მამაკაცს ამწედან ჩამოვარდნილი მანქანა დაეცა. იგი ბათუმში კლინიკა BSM-ში არის მოთავსებული. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

მათივე ცნობით, 25 წლის ბიჭს მრავლობითი ტრავმა აქვს მიღებული და ოპერაცია ჩაუტარდა.

დაშავებული მამაკაცი, თავდაპირველად ხულოს კლინიკაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა, შემდეგ კი პაციენტის ბათუმში გადაყვანა გახდა საჭირო.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ხულოს მუნიციპალიტეტში ჰესის ტერიტორიაზე მოხდა.

ვიდეო: "ტვ პირველი"