loader

"პრეზიდენტო, ვოლოდიმირ, კარგია ისევ კიევში ყოფნა" - ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პრეზიდენტო, ვოლოდიმირ, კარგია ისევ კიევში ყოფნა" - ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა

უკვე მეორედ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარ ტელეგრამ არხზე ავრცელებს.

ზელენსკი წერს, რომ ბორის ჯონსონის კიევში ვიზიტით მოხარულია. მისივე განცხადებით, ომის მრავალმა დღემ დაამტკიცა, რომ ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი მტკიცეა.

"ამ ომის მრავალმა დღემ დაამტკიცა, რომ ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი მტკიცე და მტკიცეა. მოხარული ვარ, რომ ბორის ჯონსონი, ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი, ისევ კიევში ვიხილე" - წერის ვოლოდიმერ ზელენსკი.

ასევე ფოტო გამოაქვეყნა ბორის ჯონსონმაც და თან დაურთო წარწერა: "ბატონო პრეზიდენტო, ვოლოდიმირ. კარგია ისევ კიევში ყოფნა."