loader

"მიშა წევს... დღეს უფრო სუსტად იყო, ვიდრე გუშინ... შეიძლება იმიტომ, რომ სანერვიულო იყო" - გიული ალასანია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მიშა წევს... დღეს უფრო სუსტად იყო, ვიდრე გუშინ... შეიძლება იმიტომ, რომ სანერვიულო იყო" - გიული ალასანია

საქართველოა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილის მდგომარეობა ევროკომისიის გადაწყვეტილებამაც დაამძიმა, რადგან მას გარკვეული დათქმებით სტატუსის მიღების იმედი ჰქონდა.

"მიშა წევს. დღეს საკმაოდ სუსტად იყო. დღეს უფრო სუსტად იყო, ვიდრე გუშინ. შეიძლება იმიტომ, რომ სანერვიულო იყო, არ შეუშვეს ადამიანი, ბევრია სანერვიულო. სტატუსიც რომ არ მოგვცეს... მაინც ჰქონდა ალბათ იმედი, რომ დათქმებით და რაღაცით მოგვცემდნენ", - განაცხადა ალასანიამ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია ევროპულ საბჭოს რეკომენდაციას აძლევს, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, საქართველოსთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.