loader

"რას უნდა ახადოთ ახლა ფარდა?" - რა უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რას უნდა ახადოთ ახლა ფარდა?" - რა უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას

"ფარდის ავხდიდით იმ შემთხვევაში, ევროკავშირს რომ არ ეღიარებინა ჩვენი ევროპული პერსპექტივა" - აღნიშნულით ირაკლი კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას - "რას უნდა ახადოთ ახლა ფარდა?"

რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილება იქნება უსამართლო, ყველაფერს "ფარდას ახდის".

"თუ გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო, ისეთივე შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, მე ვიტოვებ რეზერვაციას, რომ ყველაფერს ფარდას ავხდი და ჩვენს ხალხს ყველაფერს ვეტყვი. მე შეთქმულების თეორიებზე არ ვლაპარაკობ, ხალხს ველაპარაკები მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებით", - აღნიშნა პრემიერმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია ევროპულ საბჭოს რეკომენდაციას აძლევს, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, საქართველოსთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.