loader

“როგორც ჩანს, ევროპა აღარ გვაძლევს კანდიდატის სტატუსს დღევანდელი მდგომარეობით“ - მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“როგორც ჩანს, ევროპა აღარ გვაძლევს კანდიდატის სტატუსს დღევანდელი მდგომარეობით“ - მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მიმართვას ავრცელებს

“პოლონეთის ერთ-ერთი მთავარი ლიდერის ჩემთან არშემოშვება მხოლოდ ქვის ხანის ველურების გადაწყვეტილებაა“, - ამ სიტყვებით მიმართვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც კლინიკა „ვივა მედში“ მასთან პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი მალგორჟატა გოშიევსკა არ შეუშვეს.

სააკაშვილის განცხადებით, ველურების მთავრობას ევროპაში არაფერი ესაქმება.

„ჩვენი მთავარი მოკავშირის და მეგობარი, მხარდამჭერი ქვეყნის, პოლონეთის ერთ-ერთი მთავარი ლიდერის არშემოშვება ჩემთან მხოლოდ ქვის ხანის ველურების გადაწყვეტილებაა და არა თანამედროვე ევროპელების. ის დამატებით არგუმენტებს იძლევა და ემსახურება ჩვენი კანდიდატობის შეგნებულად ჩაშლას. სწორედ ამიტომაც, როგორც ჩანს, ევროპა აღარ გვაძლევს კანდიდატის სტატუსს დღევანდელი მდგომარეობით. ველურების მთავრობას ევროპაში არაფერი ესაქმება, ხოლო ქართველი ხალხი არის არა ველური, არამედ ცივილიზებული, დემოკრატიული საზოგადოება და უნდა ვიმოქმედოთ, სანამ ისტორიის სრულ აბსაიდში აღმოვჩნდებით. თუ ჩვენ, როგორც ხალხი, კანდიდატობას ვიმსახურებთ, ეს უნდა დავამტკიცოთ ჩვენი ქმედებებით და არა მხოლოდ განცხადებებით“,- აცხადებს სააკაშვილი.