როგორ გავიქროთ მუცლის გარშემო ცხიმი? - ალექსანდრა პაიჭაძის რჩევა
მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში ერთ-ერთ გამომწერს მუცლის გარშემო ცხიმის მოშორებაზე რჩევას აძლევს.
"აღარ ჭამო იმ სტილში, როგორშიც მიჩვეული ხარ. შეცვალე საკვებისადმი დამოკიდებულება. იკვებე ენერგიისთვის და არა ნაყროვანებისთვის. დღის განმავლობაში ჭამე მხოლოდ 6-საათიან ინტერვალში. მუცელს სწორი კვება და ინტერვალური შიმშილი აქრობს", - წერს პაიჭაძე სოციალურ ქსელში.