loader

ვინ არის ქალი, რომლის სახლსა და ეზოს დიდ დიღომში უცხო ადამიანები სურათების გადასაღებად ხშირად აკითხავენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის ქალი, რომლის სახლსა და ეზოს დიდ დიღომში უცხო ადამიანები სურათების გადასაღებად ხშირად აკითხავენ

57 წლის ნატო გოგონაძემ დიდ დიღომში ულამაზესი ვარდების ბაღი საკუთარი ხელით გააშენა. მის ეზოში 250-მდე ჯიშის, 300-მდე ვარდი ხარობს. ნატომ, ვარდებთან ერთად, ეზოში მარადმწვანე მცენარეები და სხვა ყვავილებიც გააშენა. ვარდები რომ ყვავილობას ასრულებს, მისი ეზო წელიწადის ნებისმიერ დრო მაინც ლამაზია. ყვავილები ბავშვობიდან უყვარს, ამბობს, რომ ამაში მამიდას დაემსგავსა.

ვარდების ბაღი 6 წლის წინ გააშენა. ყველა ვარდი საკოლექციოა. ამბობს, რომ ბაღის მოვლა შრომატევადი და დამღლელია, თუმცა ძალიან სასიამოვნო. ახლა ვარდების ნაწილმა უკვე დაიყვავილა და ორ კვირაში ახალი ვარდები აყვავდება. ვარდებს საკუთარი შვილებივით უვლის და ყოველ დილით ესაუბრება.

მის ეზოში უცხო ადამიანები ხშირად მიდიან და სამახსოვრო სურათებსაც იღებენ. ყველა მსურველს ყურადღებიანი მასპინძელი თბილი ღიმილითა და ფინჯანი ყავით უმასპინძლდება.

ვისაც მის ულამაზეს ბაღში სტუმრობის სურვილი აქვს, სტუმართმოყვარე ოჯახი ორ კვირაში, აყვავებული ვარდების ბაღში ეპატიჟება.