"პროკურორები შემოიჭრნენ მოსამართლესთან ერთად კლინიკაში და სცადეს პაციენტის პალატაში შევარდნა" - გიული ალასანია
"მას შემდეგ, რაც საავადმყოფო "ვივა მედმა" გასცა აბსოლუტურად ზუსტი სამედიცინო დოკუმენტაცია სასამართლოში წარსადგენად, კანონის შესაბამისად, საავადმყოფოს პერსონალზე განხორციელდა უპრეცედენტო ზეწოლა. პროკურორები შემოიჭრნენ მოსამართლესთან ერთად კლინიკაში. ჯერ სცადეს პაციენტის პალატაში შევარდნა, რასაც ექიმები აღუდგნენ წინ და შემდეგ ახორციელებდნენ ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის ინკვიზიტორულ დაკითხვას..." - ამის შესახებ გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.