loader

ცვლილება ტექინსპექტირების წესებში - რამდენით იზრდება ჯარიმა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცვლილება ტექინსპექტირების წესებში - რამდენით იზრდება ჯარიმა?

2022 წლის მესამე კვარტლიდან ტექინსპექტირების გაუვლელობაზე გადასახდელი ჯარიმები სამჯერ და, ზოგ შემთხვევებში, მეტჯერ გაიზრდება. პარლამეტში უკვე მზადაა კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმების ოდენობის გაზრდას იმ ავტომფლობელებისთვის, რომლებიც სავალდებულო ტექინსპექტირების გაუვლელად გადაადგილდებიან.

დღეისათვის, ტექინსპექტირების გაუვლელობის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული ჯარიმა 50 ლარია, რომელიც ინსპექტირების ვადის გადაცილებიდან 1 თვეში დაეკისრება ავტომობილის მფლობელს. ჯარიმის დაკისრება ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ე.წ. ჭკვიანი საგზაო კამერა აფიქსირებს ასეთ შემთხვევას. ყოველ მომდევნო შემთხვევაზე განმეორებითი ჯარიმა კვლავ 50 ლარია.

კანონის ცვლილების შემდეგ პირველადი ჯარიმა კვლავ 50 ლარი დარჩება, თუმცა, თუ ავტომფლობელი დაჯარიმებიდან 1 თვის განმავლობაში ისევ არ გაივლის ტექინსპექტირებას, მეორე ჯარიმა უკვე სამჯერ მეტი, 150 ლარი იქნება. მესამედ დაჯარიმების შემთხვევაში მას 300 ლარის და მეოთხე და ყოველ მომდევნო შემთხვევაზე 900 ლარის გადახდა მოუწევს.

იურიდიული პირებისთვის ჯარიმები კიდევ უფრო მეტად იზრდება - ორგანიზაციის კუთვნილი ტრანსპორტი ტექინსპექტირების გაუვლელობის გამო პირველ ჯერზე 200 ლარით დაჯარიმდება, ყოველ მომდევნო შემთხვევაში კი ჯარიმები 300 ლარით, 500 ლარით და 1500 ლარით განისაზღვრება.