რა ღირს დაშბაშის კანიონზე შესვლა - „ბრილიანტის ხიდის“ ფასდაკლებები და სხვა დეტალები
4 ივნისს წალკის კანიონის უნიკალური ეკოტურისტული სივრცე ვიზიტორებისთვის გაიხსნა. შესაბამისად, ვიზიტორებისთვის ახალი ლოკაცია ამოქმედდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი შემდეგ ეტაპზე ფინანსური მხარეა - რა ღირს „ბრილიანტის ხიდზე“ გასეირნება.
3 წლამდე დამთვალიერებლისთვის ხიდზე გასვლა უფასოა. 3-12 წლისებისთვის შესვლის ღირებულება 19 ლარს შეადგენს, ამავე ასაკის უცხოელი ვიზიტორისთვის კი მისი მონახულება 34 ლარად არის შესაძლებელი. საქართველოს მოქალაქეებისთვის ხიდზე გასვლა 29 ლარი ღირს (ამჟამად მოქმედებს 40%-იანი ფასდაკლება), ხოლო უცხოელებისთვის - 49 ლარი.
რაც შეეხება დამატებით მომსახურებას, ბაიკლაინის მოყვარულებს 120 ლარის გადახდა მოუწევთ, ერთადგილიანი საქანელა 80 ლარი ღირს, ხოლო 3-ადგილიანი - 150 ლარი. ვრცლად იხილეთ bpn.ge