loader

"მითხრეს, რომ ლისის ტბა იყო საშინელება, უამრავი პაციენტი მოდისო, ორმა კლინიკამ არ მიმიღო..." - რას ჰყვება ახალგაზრდა გოგო, რომელსაც ლისის ტბაზე ტკიპასგან ალერგიული რეაქციები განუვითარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მითხრეს, რომ ლისის ტბა იყო საშინელება, უამრავი პაციენტი მოდისო, ორმა კლინიკამ არ მიმიღო..." - რას ჰყვება ახალგაზრდა გოგო, რომელსაც ლისის ტბაზე ტკიპასგან ალერგიული რეაქციები განუვითარდა

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მწერების რაოდენობა იზრდება, რასაც თან სდევს ინსექტური ალერგია, რომელიც მწერის ნაკბენისგან ვითარდება.

"კბენისას ვერაფერი ვიგრძენი, სისხლდენა დამეწყო. ქავილი სამ დღეს გაგრძელდა. წვის შეგრძნება ახლაც მაქვს, ნაკბენი - დამიჩირქდა." - ეს იმ სიმპტომების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც სოციალურ ქსელებში ვაწყდებით. როგორც აღმოჩნდა, თბილისში მწერების, კონკრეტულად კი, ტკიპების რაოდენობა, ტბების პირას საგრძნობლად გაიზარდა.

სალომე შანავა ერთ-ერთია იმ პაციენტებს შორის, რომელსაც ლისის ტბაზე ტკიპასგან ალერგიული რეაქციები განუვითარდა.

როგორც იმუნოლოგ-ალერგოლოგი მაია რუხაძე ამბობს, ბუნებასთან კავშირი ზრდის ინსექტური ალერგიების შანსს. ტკიპას ნაკბენს შეუძლია გამოიწვიოს ბორელიოზი, ე.წ ლაიმის დაავადება. მას გამოხატული სიმპტომები აქვს, რომელთა ამოცნობაც მარტივია.

ასე იყო სალომეს შემთხვევაშიც. მან სტაციონარში 2 დღე გაატარა. მიუხედავად სახსრების მწვავე ტკივილისა და შეშუპებისა, სალომეს შემთხვევა მსუბუქ ფორმებად აღიქმება, რადგან მას არ განუვითარდა არც ბორელიოზი და არც სხვა დაავადებები.

ალერგოლოგის თქმით, ერთ-ერთი პრობლემა ტკიპას ნაკბენის მოცილებაა, რომელიც კანის ზედაპირზე რჩება, რეკომენდებულია, რომ ნაკბენის ადგილი ზეთიანი საფენით დაიფაროს.