loader

"თუ სა­მო­მავ­ლოდ იქ­ნე­ბა სა­ეჭ­ვო შემ­თხვე­ვე­ბი "მაიმუნის ყვავილის", ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ..."  -  მოსალოდნელია თუ არა საქართველოში "მაიმუნის ყვავილის" მასობრივი გავრცელება: რას აცხადებს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თუ სა­მო­მავ­ლოდ იქ­ნე­ბა სა­ეჭ­ვო შემ­თხვე­ვე­ბი "მაიმუნის ყვავილის", ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ..."  -  მოსალოდნელია თუ არა საქართველოში "მაიმუნის ყვავილის" მასობრივი გავრცელება: რას აცხადებს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა

ინ­ფექ­ცი­ო­ნისტ ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვას თქმით, პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვე­ბის გა­მოვ­ლე­ნა არ ნიშ­ნავს იმას, რომ ქვე­ყა­ნა­ში შიდა გავ­რცე­ლე­ბა და­ი­წყო. იგი სა­ზო­გა­დო­ე­ბას სიფრ­თხი­ლის გა­მო­ჩე­ნის­კენ მო­უ­წო­დებს და ასა­ხე­ლებს იმ ორ შემ­თხვე­ვას, რა დრო­საც აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ადა­მი­ან­მა კლი­ნი­კას მი­მარ­თოს.

"რო­გორც იცით, ამ პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში სა­ხე­ზე იყო უცხო­ეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ანამ­ნე­ზი, ამი­ტომ, პირ­ველ რიგ­ში, თუ ადა­მი­ანს აქვს მოგ­ზა­უ­რო­ბის ანამ­ნე­ზი, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ეს ინ­ფექ­ცია არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში, თუ მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დეგ გან­ვი­თარ­და ატი­პუ­რი გა­მო­ნა­ყა­რი, რო­მე­ლიც სხვა და­ა­ვა­დე­ბებს არ ჰგავს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას მი­მარ­თოს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კლი­ნი­კებს აქვთ სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­ტო­კო­ლი, რომ­ლი­თაც გა­მო­ან­ყა­რით მიმ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბი­სას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ, რაც სარ­წმუ­ნო დი­აგ­ნო­ზის დას­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა. ამ ეტაპ­ზე შიდა გავ­რცე­ლე­ბა არ არის, თუ სა­მო­მავ­ლოდ იქ­ნე­ბა სა­ეჭ­ვო შემ­თხვე­ვე­ბი, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მა­სობ­რი­ვად გავ­რცელ­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი". პი­რი­ქით, ეს ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რად­გან ის მარ­ტი­ვად არ ვრცელ­დე­ბა, გა­და­დის ინ­ფი­ცი­რე­ბულ ცხო­ველ­თან ან ადა­მი­ან­თან ახლო კონ­ტაქ­ტით. თუ, მა­გა­ლი­თად, გვექ­ნე­ბა კონ­ტაქ­ტი და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნის და­ზი­ა­ნე­ბულ ბუშ­ტუკ­თან. ასე­ვე, და­ინ­ფი­ცი­რე­ბა წვე­თო­ვა­ნი ანუ რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი გზით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა მისი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის ფა­ზებს, კი­დევ ერთხელ შე­ვახ­სე­ნოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვილს“ საკ­მა­ოდ მწვა­ვე და­სა­წყი­სი აქვს, ცხე­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, ზო­გა­დი სიმპტო­მა­ტი­კით რო­გო­რიც შე­იძ­ლე­ბა იყოს ყე­ლის ტკი­ვი­ლი, ლიმ­ფუ­რი კვან­ძე­ბის გა­დი­დე­ბა, სახ­სრე­ბის, კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი. და­ახ­ლო­ე­ბით სიმპტო­მე­ბის და­წყე­ბი­დან მე-3, მე-4 დღეს გა­მო­ნა­ყა­რი ვლინ­დე­ბა. გა­მო­ნა­ყა­რი არის პო­ლი­მორ­ფუ­ლი, თა­ვი­სი თა­ვი­დან შე­იძ­ლე­ბა იყოს კვან­ძო­ვა­ნი, შემ­დეგ კი უკვე გაჩ­ნდეს ე.წ. ბუშ­ტუ­კო­ვა­ნი გა­მო­ნა­ყა­რი“, - აცხა­დებს AMBEBI.GE -სთან გო­გი­ნა­ვა.

წყარო: https://www.ambebi.ge/article/278371-am-or-shemtxvevashi-aucilebelia-klinikas-mimartot/?fbclid=IwAR1OM_RIpE1q768UTcGjOuVlNg1thG4yjzW33m2DNj2Jt29s8qjdwhWmFbo