loader

"მორიგი "ღარიბაშვილზე უკეთესი" ან "პრემიერი ბახტაძე" აღარ მიიღება" - გიგი უგულავა სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მორიგი "ღარიბაშვილზე უკეთესი" ან "პრემიერი ბახტაძე" აღარ მიიღება" - გიგი უგულავა სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს ეხმაურება

გიგი უგულავა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ ბრიფინგს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"სალომე ზურაბიშვილზედ:

1. ბოდიში ბიძინას სააკაშვილ-გვარამიასთან ერთად მოხსენიებისთვის. ბიძინა კარგია - კობახიძე-ღარიბაშვილი ცუდი

2. ზურაბიშვილმა მკაცრად გააკრიტიკა ოცნების ორი პროპაგანდისტული ნარატივი. კერძოდ, დასავლეთი ომში გვითრევს, ომის პარტია, მეორე ფრონტი - გამოაცხადა როგორც ბლეფი და რუსული ნარატივი. ასევე, ჩავარდნა თავიდან ბოლომდე ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რაც არ უნდა "რადიკალური" იყოს ოპოზიცია. ეს ძალიან მძიმე აქცენტია ოცნებისთვის

3. რეზოლუციიდან ახსენა მხოლოდ გვარამია, რაც იდეაში ნიშნავს, რომ უშვებს მის შეწყალებას. მაგრამ სრულიად უსინდისოდ არ ახსენა მიხეილ სააკაშვილი. არადა, რეზოლუციაში მკაფიოდაა მისი ჰუმანურობის საფუძველზე სამკურნალოდ უცხოეთში გაყვანის მოთხოვნა

4. დააანონსა 16 ივნისს აქცია. სრულიად უადგილო და გაუგებარი მიზნით. არ მგონია, რომ იქ ბევრი ხალხი მივიდეს და ამიტომ არ ვიფიქრებდი ამ თარიღზე ბევრს. ვიღაცა მივა, ვიღაცა არა. გინება არაა საჭირო. 20 ივნისს ეს ვერ გადაფარავს. 20-ში ძალიან, ძალიან ბევრი ხალხი იქნება გარეთ

დასკვნა: მე-2 პუნქტი მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს, რომ სალომესა და "ოცნებას" შორის (არა ბიძინას) ხიდი საბოლოოდ ჩატყდა. თუ ზურაბიშვილის გამოსვლაში ბიძინას ხელი ურევია, მაშინ "ოცნების" ამ შემადგენლობას დიდი დღე არ უწერია. ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილი ასე ცდილობს გადარჩენას. სისულელეა. მორიგი "ღარიბაშვილზე უკეთესი" ან "პრემიერი ბახტაძე" აღარ მიიღება. სხვა დროა, სხვა ვითარებაა.

ზოგადად, გუშინდელი ბრიფინგი "შიდაქოცურ რაზბორკას" უფრო ჰგავდა, ვიდრე პრეზიდენტის გამოსვლას, რომლისაგანაც ხალხი დიდი ხანია სადღეგრძელოების ნაცვლად, მოქმედებას ან გაჩუმებას მოითხოვს" - წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.