loader

"კორონავირუსი მძვინვარებს, რომელსაც ჩვენთან "სეზონურ გრიპს" ეძახიან" - რომან გოცირიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კორონავირუსი მძვინვარებს, რომელსაც ჩვენთან "სეზონურ გრიპს" ეძახიან" - რომან გოცირიძე

"კორონავირუსი მძვინვარებს, რომელსაც ჩვენთან "სეზონურ გრიპს" ეძახიან და არავინ იკეთებს ტესტებს. მეც "სეზონური" მეგონა, რომ არა სახლში შემთხვევით აღმოჩენილი სწრაფი ტესტები, რომელმაც მყისვე დაგვიდასტურა, სინამდვილეში თუ რა იყო.", - ამის შესახებ რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მასობრივი თავის მოტყუების რეჟიმშია ქვეყანა.

"ხელისუფლებას და სამედიცინო ჩინოვნიკობასაც აწყობს თვალის დახუჭვა.

შეჩერდა აცრის პროცესი. ნაცვლად იმისა, როგორც ეს მაგალითად, ისრაელშია, იზრუნონ იმუნიტეტდაქვეითებულ და ასაკოვან ადამიანებზე და მისცენ მეორე ბუსტერის უფლება, ერთ მშენიერ დღეს გამოგვიცხადებენ, რომ "ფაიზერის" ვაქცინები ისევ გადასაყრელია.

დანაშაული იყო 400 ათასი დოზა ვაქცინის გაფუჭება, რომლის ფასი დაახლოებით 25 მილიონი ლარი იყო.16 800 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ამ ვირუსმა საქართველოში, რაც ერთ-ერთი ყველზე მძიმე შედეგია მსოფლიოში. ამაში დამნაშავე ბევრია".