loader

ბერი ნიკოლოზის უცნაური ქცევა და აღშფოთებული საზოგადოება - სოციალურ ქსელში გავრცელებულ ორ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბერი ნიკოლოზის უცნაური ქცევა და აღშფოთებული საზოგადოება - სოციალურ ქსელში გავრცელებულ ორ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

რამდენიმე დღის წინ ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილის მრევლის მიერ გავრცელებულმა ახალმა ვიდეოებმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ვიდეოში კარგად ჩანს მდუმარე ბერის უცნაური ქცევა, ის ერთ-ერთ ქალბატონს ხელით ეხება. თუმცა ბერის ამ ქცევაში მისმა მრევლმა უცნაური ვერაფერი დაინახა. უფრო მეტიც, ისინი ამბობენ, რომ ბერი მიხვდა, რომ ის ქალბატონი ცუდ ხასიათზე იყო და გამოაფხიზლა.

ბერს, რომელსაც საპატრიარქომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო მღვდელმსახურება 20 წელზე მეტია, რაც შეუჩერა, მაინც ურიცხვი მრევლი ჰყავს და ბერის ფანჯარაში ან მისი საცხოვრებელი სახლის კართან მის გამოჩენას ყოველდღე ელოდებიან. ბერი ნიკოლოზის მრევლი სხვა იდეოლოგიის ადამიანების მიმართ აგრესიით გამოირჩევა. თუმცა არცთუ ისე იშვიათია მრევლს შორის დაპირისპირებაც სხვადასხვა თემაზე. ასე იყო რამდენიმე დღის წინაც.

ბერი ნიკოლოზი 2016 წლიდან ზესტაფონის ქუჩაზე ცხოვრობდა, სადაც მრევლსა და ადგილობრივებს შორის მუდმივი დაპირისპირება იყო. რამდენჯერმე პოლიციის გამოძახებაც კი გახდა საჭირო. მრევლმა ნარიმანი ბარნოვის ქუჩაზე მრავალსართულიან კორპუსში გადაიყვანა, სადაც მსგავი პრობლემის გამო ნარიმანს ბარნოვის ქუჩის დატოვებაც მოუწია. მდუმარე ბერი უკვე რამდენიმე წელია ზემო ფონიჭალაში, მრავალსართულიანი კორპუსის მე-7 სართულზე ცხოვრობს. "პალიტრავიდეოს" გადამღები ჯგუფი ადგილზე რამდენიმე წლის წინ იმყოფებოდა. ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ მრევლი დარწმუნებულია, რომ ბერი ნიკოლოზის მიერ ფანჯრიდან გადმოსხულ ზეთსა თუ სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს სასწაულის მოხდენა შეუძლია.

მომლოცველები ნარიმანის სახლთან ყოველდღე იკრიბებიან და მის გამოსვლას მოუთმენლად ელოდებიან. სახლში შესვლის უფლება კი მხოლოდ მის ნათესავ ლუიზას აქვს, რომელსაც მდუმარე ბერთან ყველა საჭირო ნივთი მიაქვს.