loader

ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართვას ავრცელებს - "ყველაზე სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს სევეროდონეცკში... მტკივნეული დანაკარგები გვაქვს ხარკოვის ოლქში" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართვას ავრცელებს - "ყველაზე სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს სევეროდონეცკში... მტკივნეული დანაკარგები გვაქვს ხარკოვის ოლქში"

ყველაზე სასტიკი ბრძოლა სევეროდონეცკში და მიმდებარე ყველა ქალაქსა და თემში მიმდინარეობს. დანაკარგები, სამწუხაროდ, მტკივნეულია. მტკივნეული დანაკარგები გვაქვს ხარკოვის ოლქში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში დონბასში მიმდინარე ბრძოლაში მკვეთრი ცვლილებები არ მომხდარა.

„ყველაზე სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს სევეროდონეცკში და მიმდებარე ყველა ქალაქსა და თემში. დანაკარგები, სამწუხაროდ, მტკივნეულია, მაგრამ მაგრად უნდა ვიდგეთ. დონბასში არდანებება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რაც უფრო მეტ დანაკარგს განიცდის იქ მტერი, მით ნაკლები ძალა ექნება აგრესიის გასაგრძელებლად. ამიტომ, დონბასის მიმართულება გადამწყვეტია იმისთვის, თუ ვის ექნება უპირატესობა უახლოეს კვირებში.

მტკივნეული დანაკარგები გვაქვს ხარკოვის ოლქში, სადაც რუსული არმია პოზიციების განმტკიცებას ცდილობს. ბრძოლები ამ მიმართულებით გრძელდება და ჩვენ ჯერ კიდევ მძიმე ბრძოლა გვიწევს ხარკოვისა და რეგიონის სრული უსაფრთხოებისთვის”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის სამხრეთით ოკუპანტების წინააღმდეგ ზეწოლა გრძელდება. „მთავარი მიზანი ხერსონის გათავისუფლებაა და ჩვენ ამ მიმართულებით ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.