loader

“ჯანმრთელმა ადამიანმა ეს როგორ უნდა ილაპარაკოს“ - რას წერს ეკა გიგაური ირაკლი კობახიძის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ჯანმრთელმა ადამიანმა ეს როგორ უნდა ილაპარაკოს“ - რას წერს ეკა გიგაური ირაკლი კობახიძის შესახებ

ეკა გიგაური ირაკლი კობახიძის განცხადებებს აფასებს:

“კობახიძე იყო პალიტრაზე და გიგაური ომის დაწყებას გვთხოვს აფხაზეთშიო, თქვა.

მერე გაახსენდა, რომ ცხინვალის რეგიონშიც ვითხოვ ომს და ისიც დაამატა. მერე გაახსენდა, რომ ასევე ვითხოვ ომს გვატემალა, ბრაზილიასა და ზამბიასთან და ისიც ახსენა.

მოკლედ, ჩემი ნება რომ იყოს, ჩავრთავ მთელ დედამიწას საომარ მოქმედებებში! აი, ასე!

ეტყობა ძალიან გაუჭირდათ და ძალიან ძლიერი პრეპარატების გავლენის ქვეშ იმყოფებიან… აბა, ჯანმრთელმა ადამიანმა ეს როგორ უნდა ილაპარაკოს. ამაზე სხვა კომენტარს ნამდვილად ვერ გავაკეთებდი“ - წერს ეკა გიგაური.