loader

პუტინი კომაშია? - რა ინფორმაციას ავრცელებს უცხოური მედია? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პუტინი კომაშია? - რა ინფორმაციას ავრცელებს უცხოური მედია?

დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით, გამოცემა News.obozrevatel-ი წერს, რომ ვლადიმერ პუტინი კომაშია და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მისმა ოპერაციამ წარუმატებლად ჩაიარა.

"რუსეთიდან მოვიდა ინფორმაცია, რომ აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, ოპერაციის შემდეგ კომაში ჩავარდა. დიქტატორს ჰქონდა სიმსივნე, რომლის მოცილებამაც, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენოს", - წერს გამოცემა და განმარტავს, რომ ინფორმაცია დაზვერვის წყაროებისგან შეიტყვეს.

მათივე ცნობით, ახლა პუტინი, სავარაუდოდ, ინტენსიურ განყოფილებაშია, სადაც ის აპარატზეა შეერთებული.

გამოცემა წერს იმასაც, რომ კრემლი სასწრაფოდ ავითარებს ძალაუფლების გადაცემის სცენარს, თუმცა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

წყარო: "მთავარი არხი"