რა შეიცვლება ქართველი ხალხისთვის, თუ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო?
ირაკლი ტაბლიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში, გარკვეული პერიოდის შემდეგ: გაიზრდება პენსია; ევროკავშირი დააფინანსებს პირველადი ჯანდაცვის სექტორს; ევროკავშირი დააფინანსებს განათლების სექტორს; გარდა ამისა, ინფრასტრუქტურის დაფინანსება გაიზრდება 60-80% - ით მინიმუმ; კერძო ევროპელი (და არა რუსეთის) ინვესტორები ინვესტიციას გააკეთებენ: ტურიზმში სოფლის მეურნეობაში ევროპის კავშირი დაგვეხმარება სასამართლოს და მართლმსაჯულების რეფორმაში. კრედიტები იქნება უფრო ხელმისაწვდომი და იაფი," - წერს ირაკლი ტაბლიაშვილი.