loader

პირი, რომელმაც რესტორანში ავტომატიდან ისროლა, მოსამართლემ გირაოთი გაათავისუფლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირი, რომელმაც რესტორანში ავტომატიდან ისროლა, მოსამართლემ გირაოთი გაათავისუფლა

პირს, რომელმაც მცხეთაში, რესტორან "მარანი ჰოლში" ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში ისროლა, აღკვეთის სახით გირაო შეეფარდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, კონსტანტინე ნატროშვილს 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მოსამართლე სოფიო ლეჟავამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. პროკურატურის ინფორმაციით, ფაქტი 7 ივნისს მოხდა. ნატროშვილს საგამოძიებო უწყებამ ბრალი სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარუდგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას გულისხმობს.