loader

"ასეთი რამ პირველად ხდება, ხალხი ტირის, ამას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, ახლაც გვეშინია" - რეპორტაჟი საგურამოდან, სადაც სტიქიამ ადგილობრივები დააზარალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ასეთი რამ პირველად ხდება, ხალხი ტირის, ამას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, ახლაც გვეშინია" - რეპორტაჟი საგურამოდან, სადაც სტიქიამ ადგილობრივები დააზარალა

დატბორილი სარდაფები, განადგურებული ნათესები და მიწის ნაკვეთები. ასევე განადგურებულია შინაური ფრინველიც. ბოლო 5 დღის განმავლობაში სტიქიამ საგურამო მეორედ დააზარალა. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.

85 წლის ნელი მოწყვრიშვილი თითქმის 60 წელია, რაც საგურამოში ცხოვრობს. ამბობს, რომ ასეთი წყალდიდობა არ ახსოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მიზეზი ტყის გაჩეხვაა.

საცხოვრებელი სახლებიც მძიმე მდგომარეობაშია. უკვე რამდენიმე დღეა საცხოვრებელი სახლის სარდაფები წყლით არის დაფარული. ამბობენ, რომ თუ ამ წყალს მალე არ ამოტუმბავენ, საყრდენი კედლები იშლება და შესაძლოა, უსახლკაროდაც დარჩნენ.

საგურამოში ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები ახადა. ადგილობრივები ამბობენ, რომ გარეთ გასვლის ეშინიათ.

ამ წუთებში ადგილზე სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული. ასევე ადგილზე არიან მუნიციპალური სამსახურის თანამშრომლები და გზის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ.